შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ალექსანდრე გრიგოლაშვილის მეუღლე თავდაცვის მინისტრისაგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

22 დეკემბერი, 2014 • ანა ჯიქია • 24

ალექსანდრე გრიგოლაშვილის მეუღლე თავდაცვის მინისტრისაგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

“ჩვენ გვეამაყება, რომ ამ სახლში ორი ქვეყნის გმირი გაიზარდა”,-აცხადებენ გარდაცვლილის მეზობლები.

ალექსანდრე გრიგოლაშვილის მეუღლე თავდაცვის მინისტრისაგან მიცვალებულისთვის ბოდიშის მოხდას ითხოვს. “ჩემი ქმარი გმირი იყო. სირცხვილია ის, რაც თავდაცვის მინისტრმა თქვა. ნამუსი თუ აქვს, უნდა გადადგეს. ერის წინაშე არა, მოვიდეს და მიცვალებულის წინაშე მოიხადოს ბოდიში“, – განაცხადა დაღუპულის მეუღლემ ქრისტინე სვანიძემ.

“ალეკო სულით მებრძოლი ადამიანი იყო, შემდეგ რომ თქვეს, შეცდომა იყო გავრცელებული განცხადებაო, ეს იმიტომ დაემართათ, რომ ვერ არჩევენ, ვინაა ნამდვილი პატრიოტი. ალეკო მებრძოლად იყო დაბადებული და ყველგან თავისი სურვილით მიდიოდა. ჩვენ გვეამაყება, რომ ამ სახლში ორი ქვეყნის გმირი გაიზარდა. მან ნამდვილად ბევრი გააკეთა ქვეყნისთვის.” – აცხადებენ გარდაცვლილი ჯარისკაცის მეზობლები.

შეგახსენებთ, თავდაცვის სამინისტრომ მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში პასუხისმგებლობა ქართველი მეომრის გარდაცვალებაზე წინა ხელისუფლებას დააკისრა და აღნიშნა, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. გამოწვეული უარყოფითი რეზონანსის შემდეგ გამოქვეყნებული განცხადება სამინისტროს ვებგვერდიდან გაქრა და განცხადება ტექნიკურ შეცდომად გამოცხადდა.

თეგები: ალექსანდრე გრიგოლაშვილიგმირიდაღუპული მებრძოლი