ოთხშაბათი, 30 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტები დააჯილდოვეს

28 სექტემბერი, 2026 • Newpress • 81

ქუთაისში ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტები დააჯილდოვეს

ღონისძიება ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში გაიმართა.

ქუთაისის მუნიციპალიტეტში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგების მქონე ქუთაისელ სტუდენტებს ტრადიციული ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ქუთაისში რეგისტრირებულმა 46-მა აბიტურიენტმა ჩაბარებულ საგნებში მოიპოვა ქულათა 95% და მეტი, ხოლო სამივე საგანში უმაღლესი შეფასება დაიმსახურა ორმა აბიტურიენტმა – #11 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ანანო ბაბუნაშვილმა და ანდრია რაზმაძის სახელობის #41 ფიზიკა -მათემატიკის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ბექა ბაბუნაშვილმა.

წარმატებულ ახალგაზრდებს ჯილდო და სიგელები ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან მამუკა ხიმშიაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გადასცა.
სტუდენტები დალოცა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ.

თეგები: გამოცდები • სტუდენტები • ქუთაისი