ოთხშაბათი, 30 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში საუკეთესო ხუთი საჯარო სკოლის თვითმმართველობა გამოვლინდა

29 სექტემბერი, 2026 • Newpress • 109

ქუთაისში საუკეთესო ხუთი საჯარო სკოლის თვითმმართველობა გამოვლინდა

პროექტი სასკოლო გარემოში დემოკრატიული კულტურის გაძლიერებას ისახავდა მიზნად.

ქალაქის საჯარო და კერძო სკოლების თვითმმართველობათა ქსელის პროექტის ფარგლებში საუკეთესო ხუთი თვითმმართველობა გამოვლინდა.
პრიზები გადაეცათ ქუთაისის მე-7, 33-ე, 23-ე, 30-ე საჯარო სკოლებისა და ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეთა თვითმმართველობებს.

პროექტი „ქუთაისის სკოლების თვითმმართველობათა ქსელი“ ქუთაისის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს საინიციატივო ჯგუფმა, ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ქუთაისის მერიის მხარდაჭერით განახორციელა.

პროექტი მიზნად ისახავდა საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობას, საუკეთესო გამოცდილებისა და იდეების გაზიარებას, მოსწავლეებში ლიდერული, ორგანიზაციული თუ საკომუნიკაციო უნარების განვითარებას და სასკოლო გარემოში დემოკრატიული კულტურის გაძლიერებას.

ღონისძიებას ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილესთან ანა ბუხრაშვილთან ერთად დაესწრო.

თეგები: თვითმმართველობა • სკოლა • ქუთაისი