ოთხშაბათი, 30 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

რა თანხას კარგავს ქუთაისის ბიუჯეტი ქონების გადასახადის რეფორმით

29 სექტემბერი, 2026 • ირინა მაკარიძე • 107

რა თანხას კარგავს ქუთაისის ბიუჯეტი ქონების გადასახადის რეფორმით

ქონების გადასახადი ადგილობრივი გადასახადია, ამდენად, რეფორმა პირდაპირი გავლენას მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებზე მოახდენს.

საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ქონების გადასახადზე 40 000 ლარიანი ზღვარი უქმდება  და გადასახადი მხოლოდ იმ მოქალაქეებზე გავრცელდება, ვისი წლიური შემოსავალიც 100 ათას ლარს აღემატება. 

საგადასახადო კოდექსში ინიციირებული ცვლილებების მიხედვით, ფიზიკური პირების გადასახადის ზღვრის გაზრდის შედეგად მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები ჯამურად 22.3 მილიონი ლარის შემოსავალს დაკარგავს. 

კანონპროექტის განმარტებით ბარათის მიხედვით,  ცვლილება ძირითად გავლენას მსხვილ ქალაქებზე მოახდენს. 

ყველაზე დიდ დანაკარგს  თბილისის მუნიციპალიტეტი იგრძნობს,  დაახლოებით 16.1 მილიონი ლარიდან.

ბათუმის ბიუჯეტის პოტენციური დანაკარგი 2.45 მილიონ ლარს შეადგენს, 

სხვა ქალაქები,  მათ შორის ქუთაისი, დაახლოებით 3,75 მილიონი ლარს დაკარგავს. 

როგორ ანაზღაურდება დანაკარგი?

 კომპენსაციის მექანიზმი კანონპროექტით არის გაწერილი:

 2026 წელს  დანაკარგს სრულად ცენტრალური ბიუჯეტი ანაზღაურებს.  შემდგომი ეს დანაკარგი გათვანალისწინებული და დაბალანსებული იქნება ადგილობრივი ბიუჯეტების ფორმირების დროს.

ცნობისთვის, გადასახადზე 40 000-ლარიანი ზღვრის გაუქმების პარლამენტის დღეს, 29 სექტემბერი პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ცვლილებებს მეორე და მესამემენ მოსით 30 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს. პროექტი გამოქვეყნებისთანავე ძალაში შევა.

 

თეგები: ბიუჯეტი • თვითმმართველობა • ქონების გადასახადი