ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საყდრისთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები გრძელდება

22 დეკემბერი, 2014 • ანი ლიპარიშვილი • 27

საყდრისთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები გრძელდება

სტუდენტები ,,არემჯი გოლდის“ მიერ საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ.

სტუდენტები საყდრისის მიმართ დაუდევარ მოპყრობასთან და განადგურებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციებს აგრძელებენ. მათი თქმით, საყდრისი არის ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ოქროს წარმოების უძველესი კერა მთელს ევრაზიულ სივრცეში, რომლის დაცვა უპირველესად სახელმწიფოს მოვალეობაა. სტუდენტები ღიად აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას და მკაცრად მოითხოვენ დამნაშავეების დასჯას.

“შეჩერდეს ,,არემჯი გოლდის“ მიერ საყდრისი-ყაჩაღიანის სალიცენზიო ტერიტორიაზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოების ჩატარება, რომელიც ახლახანს განახლდა და რის გამოც ძეგლი მნიშვნელოვნად დაზიანდა. დაიწყოს გამოძიება მიმდინარე პროცესებისა და დამნაშავეები დაისაჯონ კანონის შესაბამისად!“- განაცხადა “Newpress.ge”სთან საუბრისას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტმა ბაგრატ ინჯგიამ.

სტუდენტები აქციებს მანამ გააგრძელებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

თეგები: არემჯი გოლდი“აქციასაყდრისი