ხუთშაბათი, 1 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები იზრდება

1 ოქტომბერი, 2026 • Newpress • 74

საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები იზრდება

საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა ხელფასები 8,4%-მდე, შრომის ანაზღაურების ფონდი კი 395 მილიონი ლარით გაიზრდება.

2027 წლიდან საჯარო სექტორში საბაზო თანამდებობრივი სარგო იზრდება და 1 735 ლარი ხდება.

იზრდება პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ანაზღაურებაც,  თვეში 17 350 ლარი, წლიურად კი 208 200 ლარი გახდება.

მინისტრების ანაზღაურება თვეში 14 747.5 ლარი იქნება, რაც წლიურად 176 970 ლარს შეადგენს.

პარლამენტის წევრის ხელფასი თვეში 13 880 ლარი გახდება, წლიურად კი 166 560 ლარი იქნება.

ცვლილებები 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში არის გათვალისწინებული.

თეგები: საჯარო სამსახურები • ხელფასების ზრდა