ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საიამ სასამართლო მონიტორინგის შედეგები შეაჯამა

23 დეკემბერი, 2014 • ანა ჯიქია • 28

საიამ სასამართლო მონიტორინგის შედეგები შეაჯამა

სასამართლომ სხდომებზე ნაფიც მსაჯულთა დასწრების პრობლემა მოაგვარა.

საიამ სასამართლო მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართა. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ტენდენციები: საიას ინფორმაციით, შემცირდა აღკვეთის ღონისძიებები შესახებ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით პატიმრობის შემთხვევებში, სასამართლო უფრო ხშირად ცდილობს გაარკვიოს ბრალდებულის ფინანსური მდგომარეობა. მოგვარდა ნაფიც მსაჯულთა შერჩევისა და სხდომებზე დასწრების პრობლემა, თუმცა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიებების შესახებ გირაოს ნაწილში ჯერ კიდევ დაუსაბუთებელი რჩება.

“2012 წლის არჩევნების შემდეგ შემცირდა პროკურატურისთვის პრივილეგიის მინიჭება. შემცირდა აღკვეთის ღონისძიებების შესახებ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები. გაუმჯობესდა ნაფიც მასჯულთა შერჩევისა და დასწრების პრობლემა. ყველა მოქალაქისთვის თავისუფლადაა შესაძლებელი ასეთი სხდომებზე დასწრება. მონიტორინგის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა 3 შეთხვევა, როცა მოსამართლემ არასამართლიანად მიიჩნია საპროცესო შეთანხმებით დადგენილი სასჯელი”, – განაცხადა საიას იურისტმა და კვლევის ავტორმა, თინათინ ავალიანმა.

საია იმედოვნებს, რომ შემუშავებულ რეკომენდაციებს სასამართლოები გაითვალისწინებენ.

თეგები: საიასასამართლო მონიტორინგისახალხო დამცველი