ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სალომე ჯორბენაძის მკვლელობასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი დაიწყო. სხდომა ნახევრად დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
გარდაცვლილის დედა მკვლელის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს.
“მოვითხოვ, დამძიმდეს 108-ე მუხლი და ჩემი შვილის მკვლელს 20 წელი მიესაჯოს,
მემუქრება, მეუბნება, უკან არაფერზე დავიხევო, ბილწ სიტყვებს მეძახის, არც მე ვარ დაცული, არც ჩემი შვილიშვილი”, -განაცხადა “Newpress.ge”-სთან საუბრისას გარდაცვლილის დედამ, ფატიმა ჭელიშვილმა.
დაღუპული სალომე ჯორბენაძის ნათესავები პრეტენზიას გამოთქვამდნენ სხდომის ნახევრად დახურვასთან დაკავშირებით, მათი თქმით, სხდომაზე დასწრება ყველასთვის შესაძლებელი უნდა ყოფილიყო, “საზოგადოებამ თვალი უნდა ადევნოს სასამართლო პროცესს”, -აცხადებენ გარდაცვლილის ნათესავები.
“Newpress.ge” ეცადა მკვლელიობაში ეჭვმიტანილის ნათესავებსაც გასაუბრებოდა, თუმცა ისინი კომენტარისაგან თავს იკავებენ.
შეგახსენებთ, სალომე ჯორბენაძე ყოფილმა მეუღლემ, რომელიც პოლიციელი იყო, ზესტაფონის ერთ-ერთ ბაღში ცეცხსასროლი იარაღით მოკლა. გარდაცვლილს მცირეწლოვანი შვილი დარჩა, რომელიც ბებიასთან იზრდება.