შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ნოდარ ხადური სოფლის მეურნეობის მინისტრად არ დაინიშნება

23 დეკემბერი, 2014 • ანა ჯიქია • 24

ნოდარ ხადური სოფლის მეურნეობის მინისტრად არ დაინიშნება

სოფლის მეურნეობის სამინისტრო კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. მასში უარყოფილია გავრცელებული ინფორმაცია ნოდარ ხადურის სოფლის მეურნეობის მინისტრად დანიშვნის შესახებ. „სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საკადრო ცვლილებების შესახებ დეზინფირმაციის გამოქვეყნება კიბერშეტევის შედეგად განხორციელდა. ამასთანავე, გვინდა თხოვნით მივმართოთ მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ მსგავსი ტიპის ინფორმაციის გავრცელებისგან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურთან გადამოწმების გარეშე,“- ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ინფორმაცია სამინისტროს ვებგვერდზე ნოდარ ხადურის სოფლის მეურნეობის მინისტრად დანიშვნის შესახებ 21 დეკემბერს გამოქვეყნდა. ინფორმაციაში ასევე აღნიშნული იყო, რომ მმოქმედი მინისტრი ოთარ დანელია ხადურის მოადგილედ დაინიშნებოდა.

თეგები: ნოდარ ხადურიოთარ დანელიასამინისტრო