შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე მინდია ჯანელიძე განმარტებას გააკეთებს

23 დეკემბერი, 2014 • ნიუპრესი • 26

თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე მინდია ჯანელიძე განმარტებას გააკეთებს

თუმცა როდის, ეს უცნობია.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გოჩა რატიანის განცხადებით, უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაზე განმარტებას თავად მინისტრი გააკეთებს, თუმცა როდის, ეს რატიანს არ დაუკონკრეტებია.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დახურული სხდომის შემდეგ რატიანმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება უკრაინაში ქართველი მებრძოლის, ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო და აღნიშნა, რომ სამინისტროს განცხადებაზე განმარტებებს უშუალოდ მინდია ჯანელიძე გააკეთებს.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დეპუტატების კითხვებს გოჩა რატიანმა მედიისთვის დახურულ ფორმატში უპასუხა.

თეგები: ალექსანდრე გრიგოლაშვილიგოჩა რატიანიმინდია ჯანელიძე