შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ფიზიკური ანგარიშსწორება პარლამენტში

24 დეკემბერი, 2014 • გიგა გელხვიიძე • 28

ფიზიკური ანგარიშსწორება პარლამენტში

რა გახდა პარმალენტარების ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი?

დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მსვლელობისას უმცირესობის წარმომადგენელი ლევან ბეჟაშვილი და უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დარბაზში სიტუაციის განმუხტვა მანდატურების დახმარებით გახდა შესაძლებელი, რომლებმაც დაპირისპირებული მხარეები დარბაზიდან გაიყვანეს.

როგორც ლორთქიფანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მისი მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი, „ნაციონალების“ მიერ ჩვეული ტყუილების პოლიტიკის გაგრძელება იყო.

„,ნაციონალური მოძრაობა“ ტყუილების თქმას ისევ აგრძელებს და ამის პატიება არ შეიძლება“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

ლევან ბეჟაშვილს მომხდარ ინციდენთან დაკავშირებით კომენტარი ამდრომდე არ გაუკეთებია.

თეგები: დავით ლორთქიფანიძელევან ბეჟაშვილისაქართველოს პარლამენტი