შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცესკოს წევრობის კანდიდატურები განიხილეს

25 დეკემბერი, 2014 • ნიუპრესი • 59

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცესკოს წევრობის კანდიდატურები განიხილეს

საკონკურსო კომისიამ თითო ვაკანტურ ადგილზე სამი პირი შეარჩია.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა შესარჩევ ღია კონკურსში მონაწილე პირთა 37 განაცხადი განიხილეს.

საკონკურსო კომისიამ თითო ვაკანტურ ადგილზე სამი პირი შეარჩია და შესაბამისად პრეზიდენტს დღეს 9 კანდიდატს წარუდგენს, რომელთაგან ექვსს გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად შვიდი დღის ვადაში გადაუგზავნის.

ღია კონკურსი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევად 8 დეკემბერს გამოცხადდა. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში არიან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე და საპარლამენტო მდივნის მოადგილე ბესარიონ აბაშიძე, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი თამარ ბენაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები : კახა კოჟორიძე, ნინო ლომჯარია, ეკა გიგაური და ხათუნა ლაგაზიძე.

წყრო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური

თეგები: გიორგი მარგველაშვილიცესკო