შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქალაქის მთავარი ნაძვის ხე ქალაქის მერმა მოქალაქეებთან ერთად გაანათა

26 დეკემბერი, 2014 • ანა ჯიქია • 25

ქალაქის მთავარი ნაძვის ხე ქალაქის მერმა მოქალაქეებთან ერთად გაანათა

ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე და დეპუტატები დაესწრნენ მათ მოსახლეობას დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცეს.

ქუთაისში, ლადო მესხისშვილის თეატრის წინ, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე გუშინ, გვიან ღამით გაანათეს. ნაძვის ხე ქალაქის მერმა, შოთა მუღლიამ მურღულიამ, მოქალაქეებთან ერთად გაანათა. ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე და დეპუტატები დაესწრნენ. მათ მოსახლეობას დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცეს. ქალაქში ნაძვის ხის გარდა, სხვა საახალწლო აქსესუარებია ჩართული. “საახალწლო ქალაქი” პირველად 30 დეკემბერს ქალაქის ძველ უბანში განთავსდება. წელს საახალწლო ღონისძიებათა რიცხვს, ქუთაისში, კარნავალი შეემატა, რომელიც ცენტრალული მოედნის ტერიტორიაზე მოეწყობა. საახალწლო ღონისძიებები ქუთაისში 15 იანვრამდე გასტანს.

თეგები: კარნავალიშოთა მურღულია