ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

დავით უსუფაშვილი:”მსგავსი მოვლენები შეუძლებელია რეაგირების გარეშე დარჩეს”

26 დეკემბერი, 2014 • ანა ჯიქია • 23

დავით უსუფაშვილი:”მსგავსი მოვლენები შეუძლებელია  რეაგირების გარეშე დარჩეს”

პარლამენტის თავმჯდომარე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

საქართველოს პარლამეტის თავმჯდომარე პარლამენტში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. მისი თქმით, მომხდარი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.
“პარლამენტში მსგავსი მოვლენები შეუძლებელია დარჩეს რეაგირების გარეშე.
ინციდენტი შესწავლილი იქნება და მომხდართან დაკავშირებით პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა ზომა უნდა ამოქმედდეს. ეს ყველასათვის ცნობილი უნდა იყოს. შეგახსენებთ, წლის ბოლოა და ბევრი მნიშვნელოვანი განცხადება გვაქვს განსახილველი. მე არ ვიცი, რა მოტივი ჰქონდა ჩვენს კოლეგას ამის წამოწყებისთვის, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, ჩვენ დღეს თუ ვერ შევძელით გადაწყვეტილებების მიღება, ჩავთვალოთ რომ ვიღაცის მიზანი მიღწეულია”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა.
მან სხდომათა დარბაზში მყოფ კოლეგებს მიმართა, არავის მისცენ საშუალება იმისა, რომ პარლამენტი მწყობრიდან გამოიყვანოს, “მწყობრიდან გამოსული პარლამენტი, არის მწყობრიდან გამოსული ქართული სახელმწიფო”, -აღნიშნა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ , ჩხუბი ქუთაისის პარლამენტში, ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციაში კვოტების გადანაწილების საკითხს მოჰყვა.
დაპირისპირებას წინ დეპუტატებს შორის დაწყებული კამათი უძღოდა.

თეგები: დავით უსუფაშვილიპარლამენტიჩხუბი