ბაღდათის გამგებელი, ირაკლი გეგეშიძე ააიპ “ბაღების გაერთიანების” ყოფილი ხელმძღვანელის მაია სულამანიძის მიერ საკრებულოს სხდომაზე გაჟღერებულ ბრალდებას პასუხობს და აცხადებს, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ბაღებში არც თუ სახარბიელო მდგომარეობა იყო და ამასთანავე, მას სრული უფლება ჰქონდა, თუნდაც ყოველგვარი მიზეზის გარეშე მისი თანამდებობიდან გათავისუფლების. ,,როგორც წესი, მედალს ორი მხარე აქვს. პირველი, ფორმალური მხარე მდგომარეობს იმაში, რომ ჩემი უფლებაა დანიშვნა და გათავისუფლება, შემიძლია უმიზეზოდაც დავნიშნო და გავათავისუფლო. გადავატრიალოთ მედალი და ვნახავთ მიზეზს, როს გამოც სულამანიძე დაკავებული თანამდებობიდან გავათავისუფლე. ის სურათი, რაც ბაღებში დამხვდა ჩემთვის არ იყო მოსაწონი. ამ ყველაფერს საკრებულოს წევრების მიერ მომზადებული დასკვნაც ადასტურებს, რომელიც მათ მიერ ბაღების შემოწმების შემდგომ დაიდო. შეიძლება ამ ყველაფრის 90 პროცენტის შესრულება ხელმძღვანელის ძალებს აღემატებოდა, თუმცა ამის მიუხედავად, მას უნდა მიემართა შესაბამისი სამსახურებისათვის და მოეთხოვა რიგი ღონისძიებების გატარება. თუ კი ხელმძღვანელს დაკისრებულო მოვალეობის შესრულება არ შეუძლია, ასეთ შემთხვევავში მან თანამდებობა უნდა დატოვოს” – განაცხადა გეგეშიძემ ,,ნიუპრესთან” საუბრისას.
ირაკლი გეგეშიძე: ,,შემიძლია უმიზეზოდაც დავნიშნო და გავათავისუფლო”
29 დეკემბერი, 2014 • გიგა გელხვიიძე • 31
ბაღდათის გამგებელი, ირაკლი გეგეშიძე მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებას პასუხობს.
თეგები: ბაღდათის მუნიციპალიტეტი • ირაკლი გეგეშიძე • მაია სულამანიძე
ასევე წაიკითხეთ
სხვა ამბები