შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სოფიო ბუსკივაძე: ‘ენას ძვალი არ აქვს’

29 დეკემბერი, 2014 • გიგა გელხვიიძე • 26

სოფიო ბუსკივაძე: ‘ენას ძვალი არ აქვს’

თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სოფიო ბუსკივაძე აქციაზე შეკრებილების ბრალდებას პასუხობს.

თერჯოლის თვითმმართველობის შენობის წინ შეკრებილი მომიტინგეები საკრებულოს მმოქმედ თავმჯდომარეს მალხაზ გურგენიძესა და მის მოადგილეს ,,რესპუბლიკური პარტიის” ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელს სოფიო ბუსკივაძეს ,,ნაციონალურ მოძრაობასთან” თაღლითურ გარიგებაში ადანაშაულებენ. ,,ნიუპრესთან” საუბარში მომიტინგეთა მიერ წაყენებულ ბრალდებებს, უსაფუძვლოს და ცილისმწამებლურს უწოდებს სოფიო ბუსკივაძე. ,,პირველად გავიგე, რომ მე ,,ნაციონალურ მოძრაობასთან’ ვარ ალიანსში, ეს არის უსაფუძვლო ბრალდება და მეტი არაფერი. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ როდესაც მირჩევდნენ, ‘ნაციონალური მოძრაობის’ თორმეტმა წევრმა ბიულეტენები გააბათილა, მე მგონი, ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ მე არანაირი შეხება არ მაქვს ,,ნაციონალურ მოძრაობასთან”. ამ ყველაფერზე მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია, ენას ძვალი არ აქვს” – განაცხადა ბუსკივაძემ.

თეგები: თერჯოლამალხაზ გურგენიძესოფიო ბუსკივაძე