ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ადრეატიკის ზღვაში 3 ქართველს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ

29 დეკემბერი, 2014 • გიგა გელხვიიძე • 23

ადრეატიკის ზღვაში 3 ქართველს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ

ადრეატიკის ზღვაში თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი სავაჭრო გემი ჩაიძირა, რომელზედაც 8 ქართველი იმყოფებოდა.

ადრეატიკის ზღვაში, იტალიის ქალაქ რავენას პორტთან, ორი სავაჭრო გემი ერთმანეთს შეეჯახა. შედეგად, თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი ჩაიძირა. საგარეო სამინისტრო ,,ნიუპრესთან” საუბრისას აცხადებს, რომ გემზე საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფებოდა, მათგან ხუთი სამშვიდობოსაა გამოყვანილი, ხოლო სამი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. დაკარგულებს შორის ერთ-ერთი ქუთაისელი სასულიერო პირია. სამინისტრო ვინაობათა დასახელებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.

თეგები: იტალიასაგარეო სამინისტროქუთაისი