ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ზაზა მეფარიშვილმა მედიას 2015 წლის პრიორიტეტები გააცნო

30 დეკემბერი, 2014 • ანა ჯიქია • 27

ზაზა მეფარიშვილმა მედიას 2015 წლის პრიორიტეტები გააცნო

2015 წელს რეგიონში სამი მიმართულება იქნება პრიორიტეტული.

იმერეთის რწმუნებულმა, ზაზა მეფარიშვილმა მედიას 2014 წლის შეჯამების შემდეგ მომავლი წლის პრიორიტეტები გააცნო. მისი თქმით, 2015 წელს სამი მიმართულება იქნება პრიორიტეტული: საზოგადოებასთან ურთიერთობა, ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და აგრარულ სექტორში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება. “2015 წელს ჩვენ 3 ძირითადი პრიორიტეტი გაქვს, რა თქმა უნდა, ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება საზოგადოებასთან ურთიერთობა, ასევე ტურისტული ინფრასტრუქრუტის გაუმჯობესებაზე მეტი ზრუნვა. ვგეგმავთ აგრეთვე აგრარულ სექტორში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას, აქცენტი გადატანილი იქნება მცირე მოცულობის გადამამუშავებელ, შემფუთავ და სასათბურე საწარმოების გახსნაზე, რაც დასაქმებასტან ერთად შემოსავლის მიღების წყარო იქნება”, – აღნიშნა ზაზა მეფრიშვილმა. 2015 წლის საწყისი ბიუჯეტი იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში 800 000 ლარითაა განსაზღვრული.

თეგები: ბიუჯეტიზაზა მეფარიშვილიიმერეთი