შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საჩხერის მუნიციპალიტეტში 4 სოფლის გაზიფიცირების პროცესი მიმდინარეობს

4 იანვარი, 2015 • ასმათ ყურაშვილი • 32

საჩხერის მუნიციპალიტეტში 4 სოფლის გაზიფიცირების პროცესი მიმდინარეობს

სოფელ პერევში მიმდინარე სამუშაოები ზაზა მეფარიშვილმა დაათვალიერა.

საჩხერის მუნიციპალიტეტში 4 სოფლის გაზიფიცირების პროცესი მიმდინარეობს, მათ შორის საოკუპაციო ზოლის მახლობლად მდებარე სოფელ პერევშიც. ამ ეტაპზე ბუნებრივი აირით სულ ათასზე მეტ ოჯახს მოამარაგებენ.

მიმდინარე სამუშაოები იმერეთის გუბერნატორმა, ზაზა მეფარიშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად დაათვალიერა.

რაიონში სულ 13 ათასზე მეტი ოჯახის გაზიფიცირება იგეგემება. პროცესი 2016 წელს დასრულდება.

“პროექტი ამჟამად ხორციელდება 4 სოფელში. დაფინანსება სხვადასხვა წყაროებიდან იქნა მოძიებული. ოჯახებს საჩუქრად გადაეცემათ გაზქურა და გაზის გამათბობელი”, – აღნიშნა მეფარიშვილმა.

თეგები: გაზიფიცირებაზაზა მეფარიშვილი