შაბათი, 3 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ეკონომიკის სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ინვენტარიზაცია დაიწყო

8 იანვარი, 2015 • ნიუპრესი • 53

ეკონომიკის სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ინვენტარიზაცია დაიწყო

ინვენტარიზაციის შედეგი 2016 წლის ბოლოს გახდება ცნობილი.

ეკონომიკის სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ინვენტარიზაცია დაიწყო. მოხდება სახელმწიფო საკუთრებაში ყველა შენობა–ნაგებობის, სასოფლო–სამეურნეო ფართობის და სხვა ქონების აღრიცხვა.
„მიმდინარეობს სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის პროცესი,დღეის მდგომარეობით აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს. საქართველოს მთავრობამ 2014 წლის მიწურულს თავისი სარეზერვო ფონდიდან გამოგვიყო თანხა, რომლითაც შევიძინეთ ავტომობილები და სპეციალური აღჭურვილობა“,– განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ქუმსიაშვილმა.
ინვენტარიზაციის შედეგი 2016 წლის ბოლოს გახდება ცნობილი. პროგრამა, როგორც საპილოტე პროექტი, 2013 წელს დაიწყო.

თეგები: დიმიტრი ქუმსიაშვილი • ეკონომიკის სამინისტრო • ინვენტარიზაცია