შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სახანძრო-სამაშველო სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე გადადის

9 იანვარი, 2015 • ანა ჯიქია • 27

სახანძრო-სამაშველო სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე გადადის

ქუთაისის საკრებულოს მთავარ განსახილველ საკითხს სახანძრო – სამაშველო სამსახურის რეორგანიზაცია წარმოადგენდა.

საკრებულოს რიგგარესე მე-10 სხდომაზე განსახილველად 9 საკითხი იყო წარმოდგენილი. დღევანდელი სხდომის ძირითად საკითხს სახანძრო – სამაშველო სამსახურების რეორგანიზაციის თემა წარმოადგენდა. სხდომის დასრულების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დვალმა შემაჯამებელი განცხადება გააკეთა.

„მოგეხსენებათ სახანძრო – სამაშველო სამსახური გადადის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე, შესაბამისად ქონება, ინვენტარი, რაც მანამდე თვითმმართელობაში იყო უნდა გადაყვეს მათ, რათა ეფექტურად იმუშაონ“,- განაცხადა დავით დვალმა.

საკრებულომ წარმოდგენილი 9 საკითხი დაამტკიცა. სხდომას ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი არ ესწრებოდნენ.

თეგები: დავით დვალისაკრებულოს სხდომასახანძრო