January 11, 2015

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა იმერეთში საქველმოქმედო აქცია გამართა

იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსი დავით მამულაშვილი და მისი თანამშრომლები ქუთაისში მცხოვრებ ორ მრავალშვილიან ოჯახს და ხანდაზმულთა პანსიონატს ესტუმრნენ. სამართალდამცველებმა თამაზ მინდიაშვილის ხუთშვილიან ოჯახს საოჯახო ტექნიკა: სარეცხი მანქანა, მაცივარი, ლეპტოპი, ელექტროჩაიდანი, ტკბილეული და საკვები პროდუქტები მიუტანეს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მამუკა ცომაიას ოთხშვილიან ოჯახს ასევე გაზქურა, სარეცხი მანქანა, მაცივარი, ელექტროჩაიდანი, ტკბილეული და საკვები პროდუქტები მიუტანეს. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, იმერეთის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ასევე დაასაჩუქრეს ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში მცხოვრები 90 მოხუცი, მათ საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ტკბილეული გასასცეს. საქველმოქმედო აქციას შინაგან საქმეთა სამინისტრო, მინისტრ ალექსანდე ჭიკაიძის ინიციატივით ახორცილებს.