შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ვინ შეცვლის მარგველაშვილს

11 იანვარი, 2015 • ანი ლიპარიშვილი • 30

ვინ შეცვლის მარგველაშვილს

ქუთაისის მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის უფროსმა სამსახური რამდენიმე კვირის წინ დატოვა.

ქუთაისის მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის უფროსის მოვალეობას მამუკა სანიკიძე ასრულებს. რა ვადით დარჩება სანიკიძე ამ პოზიციაზე, ჯერჯერობით უცნობია. როგორც მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ “ნიუპრესს” განუმარტა, ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ქალაქის მერი მიიღებს. ” თვითმართველობის კოდექსის მიხედვით, ქალაქის ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, ვინ დაინიშნება ამ პოზიციაზე”, – განაცხადა ჯავახიამ. შეგახსენებთ, ქუთაისის მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის უფროსმა, ზურაბ მარგველაშვილმა სამსახური რამდენიმე კვირის წინ დატოვა.

თეგები: ზურაბ მარგველაშვილიმამუკა სანიკიძექუთაისის მერი