საფრანგეთში ერთიანობის მარში დასრულებულია. მსოფლიო ლიდერებმა და მარშში მონაწილეებმა პარიზში მომხდარი ტერაქტის დროს დაღუპულ ადამიანთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მარშის მსვლელობისას ერთმანეთის გვერდით საფრანგეთის ლიდერი ფრანსუა ოლანდი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნათანიაჰუ და პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასი იდგნენ. მშვიდობის მარშში მონაწილეობდნენ ევროკავშირის ლიდერები ჟან-კლოდ იუნკერი და მარტინ შულცი. ერთიანობის მარშში მონაწილეობდა საქართველოს პრემირ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მშვიდობის მარში პარიზში თბილისის დროით 6 საათზე დაიწყო. მონაწილეებმა 3 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიარეს. 7 იანვარს საფრანგეთში “შარლი ებდოს” რედაქციაზე თავდასხმას და ტერაქტებს 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვეპლა.
საფრანგეთში ერთიანობის მარში დასრულებულია
11 იანვარი, 2015 • ნიუპრესი • 22
მსოფლიო ლიდერებთან ერთად ერთიანობის მარშში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობდა.
თეგები: ერთიანობის მარში • ირაკლი ღარიბაშვილი • პარიზი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები