ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სასწრაფოდ: პრესის სახლის წინ გარდაცვლილი ქალბატონი იპოვეს

13 იანვარი, 2015 • ანა ჯიქია • 17

სასწრაფოდ: პრესის სახლის წინ გარდაცვლილი ქალბატონი იპოვეს

მისი ვინაობის დადგენა, ჯერჯერობით, ვერ ხერხდება.

პრესის სახლს წინ ქალის გვამი იპოვეს. როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომოებმა “ნიუპრესს” განუცხადეს, ფაქტის შესახებ სამართალდამცველებს ადგილობრივებმა, დილით, დაახლოებით, 9 საათსა და 30 წუთზე შეატყობინეს.

გარდაცვლილი ქალბატონის ვინაობა უცნობია. სამართალდამცველების თქმით, მას თან არ აღმოაჩნდა პირადობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, მისი ამოცნობა ვერც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა შეძლეს. ქალბატონი, სავარაუდოდ, 70 წელს გადაცილებულია. სამართალდამცველთა თქმით, ის ახალი გარდაცვლილია, მას ფიზიკური ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

თეგები: გაედაცვლილი ქალბატონიგვამიქუთაისი