შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იმერეთის ჩემპიონატი ჭადრაკში დასრულდა

13 იანვარი, 2015 • ასმათ ყურაშვილი • 20

იმერეთის ჩემპიონატი ჭადრაკში დასრულდა

საუკეთესო შედეგების მქონე მწვრთნელებს ფულადი პრიზები გადაეცათ.

ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში საჭადრაკო ტურნირების გამარჯვებულთა დაჯილდოვება გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობას იღებდნენ ქუთაისის, ვანის, ბაღდათის, ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულის, სამტრედიის, ხონისა და წყალტუბოს 173 მოჭადრაკე. გამარჯვებულები დიპლომებით, თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. დაჯილდოვებაზე ასევე გამოვლინდნენ საუკეთესო შედეგების მქონე მწვრთნელები, რომელთაც ფულადი პრიზები გადაეცათ. „დღეს დასრულდა იმერეთის საკვალიფიკაციო ტურნირი, ასევე იმერეთის ჩემპიონატი, გასახარებელია ის ფაქტი, რომ გამარჯვებულთა უმეტესობა რაიონებიდანაა“, – აღნიშნა ქუთაისის საკრებულოს წევრმა, ზაზა ლომინაძემ.

„აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა რაიონის წარმომადგენელმა მიიღო საპრიზო ადგილი. იმერეთის ჩემპიონატის პრიზიორებმა ავტომატურად მოიპოვეს საქართველოს ჩემპიონატზე გასვლის შანსი“ , – აღნიშნა იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, ალექსანდრე არსენიძემ.

შეჯიბრის ორგანიზატორი იმერეთის ჭადრაკის ფედერაცია და ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა.

თეგები: ზაზა ლომინაძეიმერეთის ჭადრაკის ფედერაცია