ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისელი “რესპუბლიკელები” თვითმმართველობის კონკურსის შედეგებს ასაჩივრებენ

13 იანვარი, 2015 • გიგა გელხვიიძე, ბექა გერაძე • 22

ქუთაისელი “რესპუბლიკელები” თვითმმართველობის კონკურსის შედეგებს ასაჩივრებენ

ნოდარ მიქიაშვილი მოსაზრებას “რესპუბლიკელების” დაბლოკვის შესახებ “აბსურდულს” უწოდებს.

საკონკურსო-საატესტაციო კომისის მიერ დაწუნებული ,,ქუთაისელი რესპუბლიკელები“ საპრეტენზიო კომისიაში გასაუბრებისთვის 12 იანვარს საღამოს საათებში დაიბარეს. როგორც კონკურსანტები ,,ნიუპრესთნ“ საუბრისას აცხადებენ, მათ ატესტაციის ორივე ეტაპი წარმატებით გადალახეს, თუმცა გასაუბრების შემდეგ სამსახურში აყვანილთა შორის მათი სახელი და გვარი ვერ ამოიკითხეს. ლელა ხიდაშელის თქმით, გასაუბრების შემდეგ პასუხი წერილობითი ფორმით უნდა მიეღოთ, რაც არ მომხდარა. რესპუბლიკელი იპოლირე ამბროლაძის განცხადებით, მათთვის თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ,,რესპუბლიკური“ პარტიის წარმომადგენლები ატესტაციაზე დაიბლოკებოდნენ და ისინი სამსახურებში არ დაინიშნებოდნენ.

ინფორმაციას მათ დაბლოკვასთან დაკავშირებით ქუთაისის მერის მოადგილე ნოდარ მიქიაშვილი აბსურდულს უწოდებს.

საპრეტენზიო კომისიას ოთხმა კონკურსანტმა ირაკლი მხეიძემ, იპოლიტე ამბროლაძემ, მარინა ხუციშვილმა და ლელა ხიდაშელმა მიმართა.

საპრეტენზიო კომისიაში გასაჩივრების ბოლო ვადა 13იანვარს იწურება.

თეგები: კონკურსის გასაჩივრებანოდარ მიქიაშვილირესპუბლიკელები