შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

უკრაინის იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილედ გია გეწაძე დაინიშნა

14 იანვარი, 2015 • ნიუპრესი • 28

უკრაინის იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილედ გია გეწაძე დაინიშნა

გია გეწაძეს იმერეთის გუბერნატორის პოსტი 2004 წელს ეჭირა.

უკრაინის იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილედ გია გეწაძე დაინიშნა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს: “ჩემი მეგობარი გია გეწაძე დაინიშნა უკრაინის იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილედ. ის ამ მაღალ თანამდებობაზე ილიაუნის იურიდიული ფაკულტეტის დეკანობიდან გადადის და მანამდე სხვადასხვა მაღალი თანამდებობა ეკავა ჩემს მთავრობაში. გია ჩემი თანამოაზრე და მთელი ეს წლები ჩემი ახლო მრჩეველი იყო. ბოლო უკრაინულ მოვლენებშიც ერთად ვმონაწილეობდით. ის უკრაინაში ჩვენი ყოფილი თანამშრომლების მთელ გუნდთან ერთად ინიშნება და უმნიშვნელოვანესი რეფორმების გატარება დაევალება” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

გია გეწაძეს იმერეთის გუბერნატორის პოსტი 2004 წელს ეჭირა, საიდანაც მცირე ხნით შს მინისტრის მოადგილედ გადაინაცვლა.

თეგები: გია გეწაძემიხეილ სააკაშვილიუკრაინა