შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ძველით ახალი წელი ქუთაისის მერიამ მოსახლეობას კონცერტით მიულოცა

15 იანვარი, 2015 • ასმათ ყურაშვილი • 24

ძველით ახალი წელი ქუთაისის მერიამ მოსახლეობას კონცერტით მიულოცა

ღონისძიებაში მონაწილეობას, ჯგუფები “Lost in music”, “New Face”, “Open the door”, მიმი ჯავახიშვილი და სხვა ადგილობრივი შემსრულებლები იღებდნენ.

14 იანვრს ქალაქის ძველ უბანში გამართული კონცერტით ქუთაისში საახალწლო ღონისძიებები დასრულდა. როგორც ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენელი, ელისო ქაროსანიძე აცხადებს, აღნიშნული კონცერტი პირველ იანვარს უნდა გამართულიყო, მაგრამ უამინდობის გამო გადაიდო.

ღონისძიებაში მონაწილეობას ჯგუფები “Lost in music”, “New Face”, “Open the door”, მიმი ჯავახიშვილი და სხვა ადგილობრივი შემსრულებლები იღებდნენ.

როგორც კონცერტის მონაწილე ჯგუფის „New Face” ვოკალისტმა, ქეთი ფარაიშვილმა აღნიშნა, ჯგუფმა ორი სიმღერა შეასრულა და დღევანდელი დღით ძალიან კმაყოფილია.

საახალწლო ღონისძიებები ქუთაისში 30 დეკემბერს დაიწყო და 14 იანვრამდე ახალი წელი ყოველ დღე სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნებოდა.

კონცერტი ფოიერვერკით დასრულდა.

თეგები: ელისო ქაროსანიძემიმი ჯავახიშვილი