January 15, 2015

საქართველო მსოფლიოში ყველაზე უბედურ ქვეყნებს შორის მოხვდა

საქართველო მსოფლიოში ყველაზე უბედურ ქვეყნებს შორის მოხვდა. შესაბამის რეიტინგს კომპანია Gallup Healthways -ის მონაცემების მიხედვით argumenti.ge აქვეყნებს.

რეიტინგში ქვეყნები შემდეგი კრიტერიუმებით ფასდება: მოქალაქეთა ეკონომიკური კეთილდღეობა, სოციალური დაცულობის გრძნობა, ახლობლებთან ურთიერთობა, ცხოვრების მიზანი და ფიზიკური ჯანმრთელობა.

რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყანა პანამაა. პირველ ათეულში ასევე კოსტა-რიკა, დანია, ავსტრია, ბრაზილია, ელ-სალვადორი, ურუგვაი, შვედეთი, კანადა და გვატემალა შევიდნენ.

ყველაზე უბედურები კი სირიელები, ავღანელები, კონგოელები, მადაგასკარელები, უგანდელები, ხორვატები და ქართველები არიან.

კვლევების ავტორთა განცხადებით, შედარებით ღარიბი ლათინური ამერიკის ქვეყნების ტოპ-ათეულში მოხვედრა ადგილობრივმა მენტალიტეტმაც შეუწყო ხელი, რადგან ამ ქვეყნების მოსახლეობის უმრავლესობა ოპტიმისტები არიან. აშშ რეიტინგში მეთოთხმეტე ადგილზეა.