დონეცკის ქალაქ ვოლნოვახში მომხდარი ტერაქტისას დაღუპულთა გამო უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 15 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა. როგორც “ლიგა.ნეტ” იუწყება, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა დღეს საოლქო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებთან თათბირზე განაცხადა. 15 იანვარს, პრეზიდენტის განკარგულებით, სახელმწიფო უწყებების, დაწესებულებების, საწარმოებისა და ორგანიზაციების შენობებზე უკრაინის სახელმწიფო დროშები დაშვებული იქნება. ასევე, რეკომენდებულია თავშეკავება საკონცერტო-გასართობი ღონისძიებების ჩატარებისგან. 13 იანვარს დონეცკის ოლქში სამგზავრო ავტობუსს ჭურვი ესროლეს, რასაც 12 ადამიანი ემსხვერპლა.
უკრაინაში 15 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა
15 იანვარი, 2015 • ნიუპრესი • 25
დონეცკის ოლქში სამგზავრო ავტობუსის აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა.
თეგები: დონბასი • პეტრო პოროშენკო • უკრაინა
ასევე წაიკითხეთ
სხვა ამბები