რომის პაპის ფილიპინებზე ჩასვლამდე მანილას ქუჩებიდან უსახლკარო ბავშვები გისოსებს მიღმა, საკნებში მოათავსეს. “დეილი მეილის” ინფორმაციით, ადგილობრივმა პოლიციამ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ასობით ბავშვი საკნებში, დამნაშავეებთან ერთად მოათავსა.
ბრიტანული გამოცემის ცნობით, ბავშვებს საკნებში პირდაპირ ბეტონის იატაკზე სძინავთ, ზოგიერთი მათგანი უფროსების მხრიდან ძალადობის მსხვერპლია. რამდენიმე ბავშვი კი პოლიციამ ხელბორკილებით ბოძებს მიაბა.
ფილიპინების დედაქალაქში რომის პაპი ფრანცისკი მესას კვირას აღავლენს, რომელშიც, გავრცელებული ინფორმაციით, ექვსი მილიონი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.
რომის პაპის ვიზიტის გამო ფილიპინებზე უსახლკარო ბავშვები საკნებში მოათავსეს
15 იანვარი, 2015 • ნიუპრესი • 19
ბრიტანული გამოცემის ცნობით, ბავშვების ნაწილი უფროსების მხრიდან ძალადობის მსხვერპლია.
თეგები: რომის პაპი • ფილიპინები
ასევე წაიკითხეთ
სხვა ამბები