შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მთავრობა სოფლის სახლების მშენებლობას გეგმავს

15 იანვარი, 2015 • ანა ჯიქია • 26

მთავრობა სოფლის სახლების მშენებლობას გეგმავს

საზოგადოებრივ ცენტრს იგივე და დამატებითი სერვისი იქნება, რაც იუსტიციის სახლშია.

2015 წელს მთავრობა სოფლის სახლების მშენებლობას გეგმავს. საზოგადოებრივ ცენტრებს იგივე და დამატებითი სერვისი იქნება, რაც იუსტიციის სახლშია. ამის შესახებ დღეს თეა წულუკიანმა განცხადება გააკეთა.

სოფლის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, ჩვენი სოფლის მოსახლეობას შეუძლია მიიღოს ზუსტად ის სერვისი, რასაც ქალაქის მოსახლეობა ღებულობს იუსტიციის სახლებში, მაგრამ უფრო მეტიც, მაგალითად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სერვისები არ გვაქვს თბილისის იუსტრიციის სახლში, მაგრამ გვაქვს საზოგადოებრივ ცენტრებში იმიტომ, რომ სოფლის მოსახლეობისთვის ეს საინტერესოა”, – განაცხადა თეა წულუკიანმა. იუსტიციის მინისტრის თქმით, სოფლის სახლების პარალელურად, წელს იუსტიციის სახლების მშენებლობა გაგრძელდება, გაიხსნება ყაზბეგის, თიანეთისა და ბორჯომის ცენტრები.

თეგები: თეა წულუკიანიიუსტიციის სახლისოფლის სახლები