ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

„ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი“

15 იანვარი, 2015 • ანა ჯიქია • 25

„ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი“

“Newpress.ge” ჯანდაცვის სამინისტროს აქციას უერთდება.

„ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი“ – “Newpress.ge” ჯანდაცვის სამინისტროს აქციას უერთდება და საინფორმაციო სააგენტოს “topnews.com.ge”-ს გამოწვევას იღებს. ჩვენი გზავნიალია: საზოგადოების ინფორმირება, ზუსტი დიაგნოსტიკა და ჰიგიენისკონტროლი! – „ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი“!
“Newpress.ge” აქციაში მონაილეობის მისაღებად იწვევს ტელეკომპანიებს MegaTV-ს,

Rioni TV-ს, რადიოს “ძველი ქალაქი”, საინფორმაციო სააგენტოებს netgazeti.ge-ს და Gurianews.com.

2015 წელი მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროსთვის C ჰეპატიტთან ბრძოლის წელი იქნება. შეგახსენებთ, 14 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის, საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებს მოუწოდა, გამოხატონ სოციალურ ქსელში საკუთარი მოსაზრება და მისწერონ სამინისტროს 3 გზავნილი, თუ როგორ შეიძლება C ჰეპატიტის დამარცხება. უპრეცედენტო პროექტი თებერვლის დასაწყისში დაიწყება და მისი მიზანი მედიკამენტის მიწოდებასთან ერთად სწორი დიაგნოსტიკა და მკურნალობა იქნება.

თეგები: ნიუპრესიც ჰეპატიტიჯანდაცვა