შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საჯარო მოხელეებს იმერეთის გუბერნიაში ტრენინგი ჩაუტარდათ

17 იანვარი, 2015 • ნიუპრესი • 34

საჯარო მოხელეებს იმერეთის გუბერნიაში ტრენინგი ჩაუტარდათ

ტრენინგის მიზანს მუნიციპალიტეტებში დასაქმებული საჯარო მოხელეების კვალიფიკიციის ამაღლება წარმოადგენს.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივითა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელშეწყობით, დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების სპეციალისტებს ტრენინგები ჩაუტარდათ. ტრენინგების თემა პროექტირება, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და შესრულებული სამუშაოების ჩაბარების სწორი ტექნიკა იყო. ტრენინგები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ასევე, საგზაო დეპარტამენტის მაღალკვალიფიციურმა სპეციალისტებმა ჩაატარეს. სემინარის მიზანს პროექტირების, შესყიდვებისა და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადების მიმართულებით, მუნიციპალიტეტებში დასაქმებული საჯარო მოხელეების კვალიფიკიციის ამაღლება წარმოადგენს.

თეგები: ზაზა მეფარიშვილიიმეერეთის გუბერნიატრენინგი