შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ყველაზე დაბალი საარსებო მინიმუმის მქონე ქვეყნების სიაში საქართველო მოხვდა

19 იანვარი, 2015 • ნიუპრესი • 20

ყველაზე დაბალი საარსებო მინიმუმის მქონე ქვეყნების სიაში საქართველო მოხვდა

Business Insider-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველო მეცამეტე ადგილს იკავებს.

Business Insider-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ყველაზე დაბალი საარსებო მინიმუმის მქონე 15 ქვეყანას შორის, რომელშიც საქართველო მეცამეტე ადგილს იკავებს. საქართველოს შემდეგ ამ სიაში ბოლო ორ ადგილს, ფილიპინები და მაროკო იკავებენ. პირველ ხუთეულში ინდოეთი, ნეპალი, პაკისტანი, თუნისი და ალჟირი მოხვდნენ. საქართველოს სამომხმარებლო ფასები იდექსი 39-ს შეადგენს. ყველაზე მაღალი საარსებო მინიმუმი შვეიცარიაშია და ის 126-ს შეადგენს. ამ ინდექსით საქართველო ინდონეზიას, ბანგლადეშს, სირიას და მაკედონიას უსწრებს.

ყველაზე მაღალი საარსებო მინიმუმის მქონე ქვეყნებში პირველ სამეულში, შვეიცარიასთან ერთად ნორვეგია და ვენესუელა მოხვდნენ.

სამომხმარებლო ფასების ინდექსი სურსათის, ტრანსპორტის, კვების ობიექტებისა და კომუნალური გადასახადის ოდენობას ითვალისწინებს.

თეგები: საარსებო მინიმუმისამომხმარებლო ფასებისაქართველო