შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

პანკისის ხეობაში საპროტესტო აქცია გაიმართა

19 იანვარი, 2015 • ნიუპრესი • 43

პანკისის ხეობაში საპროტესტო აქცია გაიმართა

სოფელ დუისის მცხოვრებლებმა ფრანგულ, სატირულ ჟურნალში დაბეჭდილი მუჰამედის კარიკატურა გააპრეოტესტეს.

პანკისის ხეობაში საპროტესტო მიმდინარეობდა. სოფელ დუისში ადგილობრივი მუსლიმები იყვნენ შეკრებილნი, ისინი ფრანგულ სატირულ ჟურნალში გამოქვეყნებულ ისლამური სახელმწიფოს ლიდერის კარიკატურას აპროტესტებენ და ამ ფაქტს მათი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად აფასებდნენ. „ჩვენი აღელვება გამოიწვია ჟურნალ “შარლი ებდოში” გამოქვეყნებულმა კარიკატურებმა. გააკეთეს შეუსაბამო კარიკატურები, რომლებიც ჩვენი მოციქულების, მუჰამედის, ასევე იესოსი. ამის გამო გამოვხატავთ პროტესტს“, -განაცხადა აქციის მონაწილე ამურ ხანგოშვილმა.

აქციის მონაწილეები განმარტავდნენ, რომ ისინი გმობდენ ტერორიზმს და მორწმუნეების რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას სიტყვის თავისუფლების მოტივით. საპროტესტო აქცია, პანკისის ხეობაში ლოცვის თანხლებით მიმდინარეობდა. აქციას ხეობის რამდენიმე სოფელი შეუერთდა.

თეგები: პანკისიპროტესტიშარლი ებდო