შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

თამაზ სუხიაშვილის ცხედარს სამშობლოში, სავარაუდოდ, ხვალ გადმოასვენებენ

20 იანვარი, 2015 • ნიუპრესი • 26

თამაზ სუხიაშვილის ცხედარს სამშობლოში, სავარაუდოდ, ხვალ გადმოასვენებენ

ქართველი ჯარისკაცი დონეცკის აეროპორტთან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპა.

უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლის, თამაზ სუხიაშვილის ცხედარს სამშობლოში, სავარაუდოდ, ხვალ გადმოასვენებენ. დონეცკის აეროპორტთან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული ქართველი ჯარისკაცის,თამაზ სუხიაშვილს ცხედარი ამ დროისათვის ქალაქ დნეპროპეტროვსკშია. თამაზ სუხიაშვილის ოჯახი ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხაში ცხოვრობს, მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. იგი 37 წლის იყო. სუხიაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედრო მოსამსახურე იყო, ის 2008 წლის აგვისტოს ომში იბრძოდა. ქართველი ჯარისკაცის ცხედრის სამშობლოში გადმოსვენების ხარჯებს საქართველოს ხელისუფლება დაფარავს.

თეგები: დონეცკითამაზ სუხიაშვილიქართველი ჯარისკაცი