შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იური ვაზაგაშვილი თავისი შვილის საფლავზე აფეთქდა

20 იანვარი, 2015 • ნიუპრესი • 28

იური ვაზაგაშვილი თავისი შვილის საფლავზე აფეთქდა

არსებული ინფორმაციით აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც იური ვაზაგაშვილმა, შვილის საფლავზე ყვავილები მიიტანა.

ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე მყოფი მამა, იური ვაზაგაშვილი აფეთქდა. აფეთქება კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ვაზაგაშვილი მაშინ აფეთქდა, როდესაც მან შვილის საფლავზე ყვავილები მიიტანა. ინფორმაციას “რუსთავი 2” იური ვაზაგაშვილის ძმისშვილზე, გიორგი ვაზაგაშვილზე დაყრდნობით ავრცელებს.

გიორგი ვაზაგაშვილის განცხადებით, სავარაუდოდ ასაფეთქებელი მოწყობილობა სწორედ ყვავილების ჩასადებში იყო ჩამონტაჟებული. მან ასევე აღნიშნა, რომ იური ვაზაგაშვილი საფლავზე მარტო იმყოფებოდა. გარდაცვლილის ძმისშვილის ინფორმაციით აფეთქების ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ერთ-ერთი ვერსიით, კასპის რაიონის სოფელ ყარაფალაში იური ვაზაგაშვილმა, სავარაუდოდ, თავი აიფეთქა, – ამის შესახებ სოფლის ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ.

თეგები: აფეთქებაზურაბ ვაზაგაშვილიიური ვაზაგაშვილი