7 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის განხორციელება ქუთაისში იგეგმება
                                                                                                                     
                
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა, საქართველოს მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 10 მილიონი ლარი მიიღო.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული თანხით ქუთაისში 7 მასშტაბური პროექტი განხორციელდება: ჭავჭავაძის გამზირზე ტროტუარების რეაბილიტაცია და მოაჯირების მოწყობა - 1 800 000 ლარი; ავტომშენებლის გამზირზე ტროტუარების რეაბილიტაცია - 1 000 000 ლარი ; სპორტის სასახლის რეაბილიტაცია - 950 000 ლარი; ჩოგბურთის კორტების კომპლექსის რეაბილიტაცია - 800 000 ლარი; ავტომშენებლის გამზირზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია - 1 000 000 ლარი; ციფრული განათლებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ცენტრის რეაბილიტაცია - 800 000 ლარი; რუსთაველის გამზირისა და გ. ტაბიძის ქუჩის ფასადების რეაბილიტაცია - 3 650 000 ლარი.
ავტორი: ნიუპრესი
 EUR 1 =
 EUR 1 =  GEL 3.649
 GEL 3.649 USD 1 =
 USD 1 = 




 10:58
10:58.jpg) 23:12
23:12 12:36
12:36 15:31
15:31 16:05
16:05
















