|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

7 წლის ბავშვის გაუპატიურების მცდელობისათვის დაკავებულ კაცს ბრალს დღეს წაუყენებენ

ქუთაისში არასრულწლოვანის გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. ის ამ დროისთვის წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩება.

65 წლის კაცი ქუთაისში გუშინ დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მან გარყვნილი ქმედება შვიდი წლოს ბავშვთან სცადა.

საგამოძიებო ორგანომ მამაკაცი მას შემდეგ დააკავა, რაც მოზარდმა ოჯახს აცნობა.

ბავშვი და სავარაუდო მოძალადე მეზობლები არიან. ფაქტის გახმაურების შემდეგ, კორპუსში ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ ბრალდებული პოლიციის გაძლიერებული კორდონით წაიყვანეს საპატიმროში.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცის დაცვაზე ადვოკატმა უარი განაცხადა. 

მომხდარზე გამოძიება 138-ე მუხლით დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 15 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა