ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა გადაიდო

22 იანვარი, 2015 • ნიუპრესი • 29

პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა გადაიდო

განცხადებას ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე აკეთებს.

საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მიმართვა პარლამენტში 4 თებერვალს აღარ გაიმართება. განცხადება ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტის მიმართვის თარიღის გადადების თაობაზე ბიუროს სხდომაზე განაცხადა. უსუფაშვილის განმარტებით, საშემოდგომო სესიაზე ვერ მოხერხდა რიგი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა და სწორედ ამ თემებზე მსჯელობას დაუთმობს პარლამენტი თებერვლის დასაწყისს. პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის თარიღი პარლამენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის კონსულტაციების შედეგად დაზუსტდება.

თეგები: განცხადებაპრეზიდენტისაზოგადოება