ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ვაზაგაშვილის სახით მახვილი ჩასცეს ქართველ ერს”,- აქციის მონაწილე

22 იანვარი, 2015 • ანი ლიპარიშვილი • 20

“ვაზაგაშვილის სახით მახვილი ჩასცეს ქართველ ერს”,- აქციის მონაწილე

იური ვაზაგაშვილის მკვლელობა ქუთაისელებმა გააპროტესტეს.

იური ვაზაგაშვილის მკვლელობა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და რიგითმა ქუთაისელებმა ადგილობრივი თვითმმართველობის შენობასთან გააპროტესტეს. ქუთაისელები ვაზაგაშვილების ოჯახს სოლიდარობას უცხადებენ და სახელმწიფოს საქმის დროულად გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯისაკენ მოუწოდებენ: “ეს იყო ვანდალიზმი, შვილს დააკლეს მამა, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უმოკლეს ვადებში მოხდეს ამ საქმის გამოძიება”, – განაცხადა “იმერეთის იპოთეკით დაზარალებულთა სანიციატივო ჯგუფის“ ხელმძღვანელმა დარეჯან სულაქველიძემ.
აქციის მონაწილეები მკვლელობას წინა რეჟიმის წარმომადგენლებს უკავშირებენ. აქციის მონაწილის, გელა ხუნდაძის განცხადებით, პრობლემას წინა ხელისუფლების დროინდელი კადრების ისევ თანამდებობებზე ყოფნა წარმოადგენს. “მკვლელობა დაკვეთილია, ვაზაგაშვილის სახით მახვილი ჩაასცეს ქართველ ერს და გაგვაფრთხილეს, თუ ხმას ამოიღებ და სამართლიანობას მოითხოვ, ეს იქნება მაგალითი, როგორც გაგისწორდებიან. ჯერ კიდევ შსს-ში, სასამართლო სისტემაში, პროკურატურაში არიან “ნაციონალების” დანაშაულებრივი რეჟიმის დროინდელი კადრები, რომლებიც ციხეში უნდა იყვნენ და არა პროკურორების კაბინეტებში”, – განაცხადა “სამართლებრივად დაუცველთა კავშირის” თავჯდომარემ, გელა ხუნდაძემ.

თეგები: აქციავაზაგაშვილიქუთაისი