შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

დონეცკის აეროპორტზე უკრაინელმა სამხედროებმა კონტროლი დაკარგეს

22 იანვარი, 2015 • ნიუპრესი • 25

დონეცკის აეროპორტზე უკრაინელმა სამხედროებმა კონტროლი დაკარგეს

ორმხრივ სროლებში ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივანი მოყვა.

დონეცკის ცენტრში ტროლეიბუსს ჭურვი დაეცა. დაღუპულია 13 ადამიანი. უკრაინის სამთავრობო ჯარებმა რამდენიმეთვიანი საომარი მოქმედებების შემდეგ, აეროპორტზე კონტროლი დაკარგეს. მთლიანად განადგურდა აეროპორტი. ტერიტორიას სეპარატისტები აკონტროლებენ. დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერის განცხადებით, ტყვედ რამდენიმე უკრაინელი სამხედრო ჩავარდა, უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ეგრეთწოდებული “კიბორგების” გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ორმხრივ სროლებში ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივანი მოყვა. საომარი მოქმედებები ავდეევკასა და დებალცევოშიც მიმდინარეობს. საერთაშორისო საზოგადოება საომარ ქმედებებში ჩართულ მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მინსკის შეთანხმებების შესრულებისკენ მოუწოდებს.

თეგები: დონეცკიორმხრივი ბრძოლასაერთაშორისო საზოგადოება