შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ბათუმში ავტომობილის დაწვის მესამე შემთხვევა დაფიქსირდა

22 იანვარი, 2015 • გიგა გელხვიიძე • 34

ბათუმში ავტომობილის დაწვის მესამე შემთხვევა დაფიქსირდა

გივი თარგამაძესთან მეგობრობის გამო მოქალაქეს ავტომობილი დაუწვეს.

ბათუმში მანქანის დაწვის მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით, მოხდა. ავტომობილის მფლობელი, დავით მანჯავიძე ამ ფაქტს პოლიტიკური მოტივით ხსნის. ,,ეს ყველაფერი უკავშირდება იმას, რომ მე ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გივი თარგამაძის მეგობარი ვარ. როდესაც თარგამაძემ კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, ამის შემდგომ ის გააფრთხილეს“, – აცხადებს მანჯავიძე.

დაზარალებულის განცხადებით, გვიან ღამით უცნობი პირი მის მანქანასთან მივიდა, ბენზინი გადაასხა და შემდეგ ცეცხლი წაუკიდა. დამწვარი ავტომობილი ამ ეტაპზე ექსპერტიზაზე არის გადაყვანილი.

შეგახსენეთ, ბათუმში მანქანის დაწვის ეს უკვე მესამე შემთხვევაა. გასული წლის აპრილში ავტომობილი პროკურორ ფრიდონ ქარცივაძეს, რამდენიმე დღის წინ ბიზნესმენ, ირაკლი ფარცვანიას დაუწვეს. ოპოზიციის წარმომადგენლები აღნიშნულ ფაქტებს კრიმინალური სამყაროს გააქტიურებით ხსნიან.

თეგები: ავტომობილიბათუმიგივი თარგამაძე