შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის ბიუჯეტში 21 მილიონიანი ცვლილება შევიდა

23 იანვარი, 2015 • ანა ჯიქია • 25

ქუთაისის ბიუჯეტში 21 მილიონიანი ცვლილება შევიდა

ქუთაისის მერის თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკება მუნიციპალური განვითარების ფონდთან 10 მილიონი ლარის გამოყოფასთან დაკავშირებით.

ქუთაიისის 2015 წლის ბიუჯეტში ცვლილებებია, რაც 21 მილიონიან დანამატს შეადგენს. ამის შესახებ ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ცენტრალურმა ხელისუფლებამ ქუთაისს რეგიონალური განვითარების ფონდიდან 15 მილიონი გამოუყო, რომელიც ქალაქის ინფრასტრუქტურულ განვითარებას მოხმარდება. მეორე ცვლილება საფეხბურთო კლუბისთვის “ტორპედო” 830 ათასი ლარის გამოყოფას ეხება. გარდა ამისა, შოთა მურღულიამ მრავალშვილიანი დედებისთვის პროგრამაში 170 ათასიან დანამატზე ისაუბრა – თითოეულ არასრულწოვან ბავშვზე გასაცემი თანხა 50 პროცენტით იზრდება. მიუსაფარი ადამინებისთვის საცხოვერებელი ფართის გამოსაყოფად ქუთაისში 300 ათასი ლარი გამოიყო. “გვაქვს მნიშვნელოვანი ცვლილებები, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 15 მილიონი გამოიყო, ასეთი რაოდენობის თანხის გამოყოფა არც ერთ წელს არ მომხდარა და ეს მისასამლებელია. დაზოგილი იქნა ადმინისტრაციული ხარჯები, რამაც მილიონი ლარი შეადგინა. რაც შეეხება მრავალშვილინ დედებს, ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ მათ შვილების აღზრდაში. გარდა ამისა, პირველად ქუთაისში კეთდება დროებით საცხოვრებელი ფართები მიუსაფარი მოსახლეობისთვის”,- განაცხადა შოთა მურღულიამ. ქუთაისის მერის თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკება მუნიციპალური განვითარების ფონდთან 10 მილიონი ლარის გამოყოფასთან დაკავშირებით.

თეგები: რეგიონალური ფონდიქუთაისის ბიუჯეტიშოთა მურღულია