შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ვახტანგ გომელაური: ” ზურაბ ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებული პოლიციელების ნაწილი თანამდებობიდან გათავისუფლებულია”

24 იანვარი, 2015 • ნიუპრესი • 70

ვახტანგ გომელაური: ” ზურაბ ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებული პოლიციელების ნაწილი თანამდებობიდან გათავისუფლებულია”

ვაზაგაშვილის სპეცოპერაციაში 100, ან 50 კაცი მონაწილეობდა.

საქართველოს შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებული პოლიციელების ნაწილი თანამდებობიდან გათავისუფლებულია.
როგორც გომელაურმა დღეს განაცხადა, ვაზაგაშვილის სპეცოპერაციაში ბევრი ხალხი მონაწილეობდა.
“სპეცოპერაციაში მონაწილეობას იღებდ,ა შეიძლება ითქვას 100 ან 50 კაცი და ყველას ვერ გავუშვებდით. ყველას ბრალი არ იყო. იქ რამდენიმეს ბრალეულობა გამოიკვეთა. პროკურატურა მუშაობს და დაისჯება ის ხალხი. რომლებზეც არ არის ბრალი გამოკვეთილი, ისინი ჯერ თანამდებობებზე რჩებიან”, – განუცხადა გომელაურმა.
მისივე განცხადებით, პრობლემა რომ არ შექმნოდა გამოძიებას, რამდენიმე მაღალჩინოსანმა პოსტი დატოვა.
“გამოძიების დასრულების შემდეგ, თუ გამოიკვეთება, რომ ეს ადამიანები არ არიან დამნაშავეები, დაბრუნდებიან თანამდებობებზე. იმავეზე, თუ უფრო დაბალზე, ამას ხელმძღვანელობა გადაწყვეტს”, – განაცხადა გომელაურმა.
წყარო:interpressnews.ge

თეგები: ვაზაგაშვილიკრიმინალისპეცოპერაცია