შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

IMDb -ს გამოკითხვაში “მანდარინები” ლიდერობს

26 იანვარი, 2015 • ნიუპრესი • 22

IMDb -ს გამოკითხვაში “მანდარინები” ლიდერობს

მეორე ადგილზე რუსეთის მიერ წარდგენილი ფილმი „ლევიათანია“.

ოსკარზე ნომინირებული ფილმების შესახებ ონლაინ-გამოკითხვა მიმდინარეობს. IMDb-ს კითხვაზე, რომელი ფილმი მიიღებს ოსკარს საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში, ზაზა ურუშაძის „მანდარინები“ ლიდერობს. გამოკითხვაში მეორე ადგილზე რუსეთის მიერ წარდგენილი ფილმი „ლევიათანია“, მესამე ადგილზე კი „იდა”.

გახდება თუ არა “მანდარინები” ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს „ოსკარი“ მფლობელი , ეს 22 თებერვალს „დოლბის“ თეატრში გახდება ცნობილი.

თეგები: ზაზა ურუშაძემანდარინებიოსკარი