შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მსხვილმა ნავთობრეალიზატორებმა საწვავის ფასები შეამცირეს

27 იანვარი, 2015 • ნიუპრესი • 24

მსხვილმა ნავთობრეალიზატორებმა საწვავის ფასები შეამცირეს

4-6 თეთრით შემცირდა ფასები „გალფის” ნავთობპროდუქტებზე. 5 თეთრით გაიაფდა საწვავი „სოკარის” ქსელში.

25 იანვრიდან, კომპანიებმა „ვისოლი” , „გალფი”, „სოკარი “და „ლუკოილი” ქსელში საწვავის ფასები 4-6 თეთრით შეამცირა. „ვისოლის” ქსელში საწვავი 5 თეთრით გაიაფდა. მენეჯმენტი აცხადებს, რომ ზაფხულიდან ფასების შემცირება უკვე მე-11-ედ ხდება, კლებამ კი 50 თეთრს მიაღწია.

4-6 თეთრით შემცირდა ფასები „გალფის” ნავთობპროდუქტებზე. 5 თეთრით გაიაფდა საწვავი „სოკარის” ქსელში.

ასევე 5 თეთრით გააიაფა საწვავი „ლუკოილმა”, სადაც ევრორეგულარის მარკის ბენზინის ღირებულება 1,64 ლარამდე შემცირდა, რაც ყველაზე დაბალი ფასია მსხვილ ნავთობრეალიზატორებს შორის.

კომპანიებში აცხადებენ, რომ თუ მსოფლიო ბაზარზე ფასების კლების ტენდენცია შენარჩუნდა, ფასები აუცილებლად შემცირდება საქართველოშიც.

თეგები: ვისოლისაწვავის ფასებისოკარი