ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

წყალტუბოს სოფლების დამაკავშირებელი ხიდი აღდგა

27 იანვარი, 2015 • ნიუპრესი • 41

წყალტუბოს სოფლების დამაკავშირებელი ხიდი აღდგა

ადგილობრივების თქმით, ხიდი მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების, ცხუნკურისა და ყუმისთავის მოსახლეობას ერთმანეთთან დაკავშირების პრობლემა აღარ აქვთ. დასრულდა 18 მეტრიანი ხიდის მშენებლობა, რომლის ღირებულებაც 10 337 ლარია.

მდინარე სემზე ადგილობრივების სახსრებით გადებული ხიდი – ე.წ. ქვახიდა, შემოდგომზე, უხვი ნალექის დროს, წყალმა წაიღო და აქამდე ორი სოფლის მოსახლეობა, შემოვლითი – 6 კმ-იანი გზით უკავშირდებოდა ერთმანეთს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ყუმისთაველებს ახლობლების სასაფლაოები სოფელ ცხუნკურის ტერიტორიაზე აქვთ და ამ ხიდის მშენებლობა მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. სოფელში სულ 400 – მდე კომლია დასახლებული.

დღეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ გენადი ბალანჩივაძემ სოფლის რწმუნებულთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დასრულებული ხიდი დაათვალიერა.

თეგები: ყუმისთავიწყალტუბოხიდი